
ერთ-ერთი შემოვლის დროს დაცვის პოლიციას ინდმეწარმეებმა შეატყობინეს, რომ სალაროდან თანხა დაკარგეს.
გარეგნული აღწერილობის მიხედვით ეჭვმიტანილები „ლილო მოლის“ ტერიტორიაზე დააკავეს.
ელენე პ. (დაბ. 1996 წ, მცხოვრ. ქ. თბილისი, ვარკეთილი) და ნინო კ. (დაბ. 1998 წ, მცხ. ქ. თბილისი, ვარკეთილი) წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით მოვაჭრეებს სალაროდან თანხას პარავდნენ.
დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს. ქურდობის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლის I ნაწილის მიხედვით.