-
2014-09-13 00:03
საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში ორი ნიღბიანი პირი შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირის მალხაზ მაკანტალაშვილის სახლში შეიჭრა. ის ეტლიდან გადმოაგდეს, სცემეს, ე.წ. სკოჩით პირი აუკრეს, გაძარცვეს და პირაკრული დატოვეს.
„აფხაზეთის ხმის“ ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. მალხაზ მაკანტალაშვილი, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო და შშმ პირებისთვის განკუთვნილ ეტლსაა მიჯაჭვული, თავდასხმის დროს შინ მარტო იყო.
პირაკრული ახალგაზრდა მამაკაცი მოგვიანებით მეზობელმა ოთახში იპოვა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულის სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს გამოძიება.