გიგი უგულავას საკანში უსარგებლო კომპიუტერი შეუტანეს

Image

დედაქალაქის ყოფილი მერი კარგა ხანია ითხოვს  ტელევიზორით, რადიომიმღებითა და კომპიუტერით სარგებლობას.

 

 

სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებდნენ, რომ  ბრალდებულ  უგულავას, დირექტორის ნებართვით, მის ქცევაზე დაკვირვებისა და უსაფრთხოების შესწავლის შემდეგ, შეიძლება მისცემოდა პირადი ტელევიზორით და რადიომიმღებით სარგებლობის უფლება.

 

რაც შეეხება კომპიუტერს, საჭირო იყო უგულავას მსჯავრდებულის სტატუსი და დახურული ტიპის დაწესებულებაში განთავსება ჰქონოდა განსაზღვრული.

 

„კვირისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქის ყოფილ მერს გადაეცა კომპიუტერი.

 

აღნიშნულს უგულავას ადვოკატი, ადასტურებს და აცხადებს, რომ გიგი უგულავას კომპიუტერი საქმის მასალების გაცნობის მოტივით გადასცეს, თუმცა კომპიუტერს არ აქვს დინამიკები და ამ მიზეზით დედაქალაქის ექსმერი საქმეში არსებულ აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებს ვერ ეცნობა.

 

„გიგი უგულავას არ მისცეს არც კომპიუტერი და არც რადიომიმღები, რაც უსამართლობაა, მისცეს კომპიუტერი ესეც ფორმალურად.

 

ასეთი ფორმით კომპიუტერის გადაცემა იგივეა, რაც ავიღოთ უბრალო ყუთი და ზედ დავაწეროთ „კომპიუტერი“. კომპიუტერს არ აქვს დინამიკები, გიგი უგულავა ვერ ახერხებს მისი საქმის მასალებში არსებული აუდიო მტკიცებულებების გაცნობას და საკანში კომპიუტერისთვის დინამიკების შეტანას ითხოვს“, – განაცხადა  გიზო უგულავამ.

 

„კვირამ“ მრავალი მცდელობის მიუხედავად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან დაკავშირება ვერ მოახერხა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !