
12 სექტემბერს, ღამის საათებში ბათუმში ასლან აბაშიძის ვაჯიშვილი - გიორგი დააკავეს. ინფორმაციას, რომელსაც "ბათუმელები" ავრცელებს, შსს-ს პრესსამსახური ადასტურებს.
მათი ინფორმაციით, გიორგი აბაშიძე დააკავეს და ნარკოლოგიური შემოწმების მიზნით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. აბაშიძე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლითაა დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე გულისხმობს და იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.