მოპარული ნაგვის მანქანა, ავზიდან ამოსხმული ბენზინი, ღამით ამოღებული სიჩქარის გადამცემი კოლოფი...

Image

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" მომხმარებლები კურიოზულ კრიმინალურ შემთხვევებს აჯამებენ, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში, ბოლო ორი თვის განმავლობაში მოხდა.

 

ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, ფაქტებზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან არ არსებობს დაზარალებულთა განცხადებები. მომხდარი კურიოზული ფაქტების აღწერის შემდეგ გაკეთებული კომენტარები მიანიშნებს, რომ მათი თვითმხილველი არაერთი გამხდარა ან მოგვიანებით შეუტყვია ამის შესახებ.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ კურიოზული ფაქტების შესახებ კონკრეტული პიროვნებები წერენ, რომელთა უმეტესობას არ აქვს პოლიტიკური პოზიციის თანხვედრა ოპოზიციურ პარტიებთან, კონკრეტულად კი "ნაციონალურ მოძრაობასთან".

 

ერთ-ერთი ონლაინმედიაგამოცემის ჟურნალისტი წერს, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ ფანჯრიდან შენიშნა, როგორ ჩხუბობდა მისი კორპუსის ეზოში ოთხი ბიჭი. როცა ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა, მან ამის შესახებ საპატრულო პოლიციას შეატყობინა.

 

"პატრულის ეკიპაჟი მოვიდა, პოლიციელებმა ბიჭები გააშველეს, ცოტა ხანს ესაუბრნენ, მერე კი წავიდნენ ისე, რომ არანაირი ოქმი არ გამოუწერიათ, ცოტა ხანში კი ჩემთან დარეკეს და მითხრეს, რატომ დაგვირეკეთ, იქ არაფერი ისეთი არ ყოფილაო..."

 

სხვა ფეისბუქმომხმარებელი უბანში ერთი თვის წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს, როცა მის მეზობელს ღამით მანქანიდან... გადაცემათა სიჩქარის კოლოფი მოპარეს: "ცვეტში გეუბნები, მართლა "კარობკა" მოპარეს, მეორე დილით მთელი უბანი ტაშს უკრავდა".

 

იქვე, კომენტარში, სხვა მომხმარებელი წერს, რომ მის ახლობელს ღამით ქუჩაში მდგარი მანქანიდან გაზის აპარატურა ამოაცალეს. 

 

"ახლა, ამ წუთას, ვიღაც კაცი იგინება ქუჩაში, ამათი დედაც, ბენზინი მომპარესო", - აგრძელებს განხილვას მესამე იუზერი. ამ ფაქტმა მეოთხეს თავის თავს გადახდენილი ფაქტი გაახსენა:

 

"ჩამოვდივარ და ვხედავ, ბენზინის "ბაკის" თავსახური ძირს აგდია, ალბათ, ბენზინის მოპარვა უნდოდათ, მაგრამ რას მოიპარავდნენ, არ მქონდა ბენზინი", - წერს ის.

 

კურიოზული შემთხვევების ნუსხა ამით არ ამოწურულა. მაგალითად, გუშინ, ღამის საათებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორმა პირმა წყნეთში... ნაგვის მანქანა მოიპარა:

 

"იმენა, ლაფატკებით და ცოცხებით მისდევდნენ მენაგვეები", - აღწერს შემთხვევას იუზერი, მეორე კი ამატებს, რომ მოპარული მანქანის მართვა გამტაცებლებმა დიდხანს ვერ შეძლეს და ბოძს შეჯახნენ. "ალბათ, ვიღაცამ იკაიფა, ვის რად უნდოდა ნაგვის მანქანა", - ასკვნიან "ფეისბუქის" მომხმარებლები.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !