-
2014-09-10 17:18
სოფელ კაბალში, საბილიარდოში მომხდარი ჩხუბის დროს 23 წლის ომარ შველიძე გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით დაჭრეს.
თვითმხილველთა თქმით, შენობაში დაწყებული ჩხუბი ქუჩაში გეგრძელდა. შველიძე ჯერ ლაგოდეხის საავადმყოფოში მიიყვანეს, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნულ საბილიარდოსთან მსგავსი ფაქტები წარსულშიც მომხდარა.
უფრო მეტიც, ადგილობრივები ფიქრობენ , რომ შენობაში არალეგალური ბორდელია გახსნილი , რადგან აქ უცხო მანდილოსნებიც უნახავთ და მათ გამო ჩხუბი არაერთხელ მომხდარა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
pirveliradio.ge