-
2014-09-10 11:45
რევაზ რომანაძე აცხადებს, რომ დღეს აჭარაში იმაზე მეტად რთული ვითარებაა, ვიდრე ამას დღევანდელი ხელისუფლება წარმოიდგენს.
„განა თვითონ ხელისუფლებამ არ იცის, რომ სურვილის შემთხვევაში, როინ შავაძის საქმეს მაქსიმუმ 10 დღეში გამოიძიებენ, თუკი გამოძიება უნდათ?!!
ისე კი, თუკი ვინმეს მართლაც აინტერესებს აჭარაში მომხდარი არაერთი დანაშაულის დეტალები, დამიძახონ, დამასაქმონ, დამიბრუნონ თანამდებობა და გპირდებით, რომ მაქსიმუმ ორ კვირაში ყველა საქმეს გავხსნი, ნათელს მოვფენ მომხდარს და საჯაროდ ჩამოვხსნი ნიღაბს იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც ასეთ სიბინძურეებს უკვეთავდნენ!!!“, - აღნიშნა რომანაძემ „ქრონიკა +“-სთან საუბარში.