
დაახლოებით 40 წუთის წინ თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტი „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს - ინფორმაცია და ფოტო შემთხვევის ადგილიდან „აფხაზეთის ხმას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს.
ამ დროისთვის ყაჩაღური თავდასხმის ადგილას საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტები არიან მობილიზებული. დამატებით დეტალებს მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.