
კრიმინალური სამყაროს თვალსაჩინო ავტორიტეტმა, 57 წლის ზუგდიდელმა "კანონიერმა ქურდმა" როლანდ გეგეჭკორმა ვაჟიშვილის "ქურდად მონათვლაში" მიიღო მონაწილეობა.
როგორც "პრაიმკრაიმი" იტყობინება, "ნათლობა" კვიპროსში შედგა და მასში როლანდ გეგეჭკორის დიდი ხნის მეგობრები მერაბ ფიფია და გია ელერჯია მონაწილეობდნენ, ხოლო ეს ფაქტი მოგვიანებით, ვიწრო წრეში აღინიშნა.
აღსანიშნავია, რომ როლანდ გეგეჭკორის ვაჟი რუსლანი გეგეჭკორების "საგვარეულო" ტრადიციაში მესამე თაობის "კანონიერი ქურდია". ცნობილია, რომ როლანდ გეგეჭკორის მამაც კრიმინალური სამყაროს ლიდერებს შორის იყო. ამას გარდა, "კანონიერი ქურდი" იყო რუსლან გეგეჭკორის ბიძაც - რაულ გეგეჭკორი, რომელიც 2011 წელს, კოლონიაში გარდაიცვალა.