ბაჩო ახალაია: „იყო მუქარა,რომ ვიღაც ციხეში ვერ მომწვდება და ვინც გარეთ მყავს, იმათ მიხედავს“

Image

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას თქმით, მის ოჯახს  ემუქრებიან. აღნიშნულის თაობაზე ახალაიამ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.

 

 

„იყო ადვოკატთან ზარი და მუქარა, რომელიც ეხებოდა ასეთ ვითარებას, რომ მე ვიღაცა ციხეში ვერ მომწვდება და ვინც გარეთ მყავს, იმათ მიხედავს. ეს არ არის პირველი და უკანასკნელი.

 

ეს მუქარები სრულებით არ მადარდებს, რადგან ვიცი, რომ ნებისმიერი მუქარა ამ „ჭიანჭველების“ მხრიდან მხოლოდ მუქარაა და ამის იქით ვერ წავლენ, მაგრამ მინდა, ერთი რაღაც ვთქვა და ამ ხალხს კიდევ ერთხელ გავუმეორო, რომ ჩვენ და ეს ქვეყანა არ ვართ, რაც მათ ჰგონიათ - 90-იანი წლების რუსეთი და 90-იანი წლების ბიძინა ივანიშვილის აზროვნება.

 

აი, ეს არის პოლიტიკურად ჩასარეცხი ხალხი, რომელიც საქართველომ სამწუხაროდ, ჯერ ვერ ჩარეცხა და ესენი არიან ზუსტად ის მუმიები, რომლებიც აღდგნენ 90-იანი წლებიდან და დღეს კიდევ ჭკუას გვასწავლიან”, - განაცხადა ახალაიამ.

 

განსასჯელის ასეთი განცხადების შემდეგ მოსამართლემ მოითხოვა ახალაიას განცხადებაზე რეაგირება მოხდეს.

„ვთხოვ პროკურორებს რეაგირება მოახდინონ. თუ საქმეში მონაწილე ადვოკატის მიმართ მუქარა განხორციელდა, როგორც ამას ბატონი ბაჩანა ახალაია ამბობს, ეს მხოლოდ განცხადებად არ უნდა დარჩეს”, - განაცხადა მოსამარლე ბესიკ ბუგიანიშვილმა.

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !