
დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც გამოძიებაში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის თხოვნით ჩაერთო, ამ დრომდე ელოდება ავტომანქანისა და დანაშაულის იარაღის დათვალიერების უფლებას.
დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ ფოტოები, რომლებიც მას გააჩნია, ასევე, საკუტარი მოსაზრებები ამა თუ იმ დეტალის სესახებ, თავდაპირველად ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს უნდა წარუდგინოს, რის შემდეგაც ექნება მორალური უფლება, მათ შესახებ ხმამაღლა, კამერების წინ ისაუბროს.
მისივე თქმით, აუცილებელია დანაშაულის იარაღის დათვალიერება: „კი ბატონო, გასაგებია, რომ ჭრილობა, შესაძლოა, ამ ტიპის იარაღითაა მიყენებული, მაგრამ აუცილებელია ნაპოვნი იარაღის დათვალიერება. ძალიან მნიშვნელოვანია, ლულასთან რა ხდება და ასევე ჭრილობის ადგილას არის თუ არა ის, რაც უნდა იყოს, მაპატიეთ, მაგრამ ამას ვერ დავაკონკრეტებ“, - ამბობს მაია ნიკოლეიშვილი.