
16 ივლისს, დაახლოებით 23 საათიდან ყიფშიძის ქუჩაზე, ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი სახლის ავტოსადგომში ექსპერტ-კრიმინალისტები ხელახლა გავიდნენ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეუდგნენ. მათ არ განუმარტავთ, რატომ გახდა საჭირო გარდაცვალების ადგილზე ხელახლა გასვლა.
ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფის წარმომადგენლები ჟურნალისტების შეკითხვებს არ პასუხობდნენ: „საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ჯერ დასრულებულად ნუ ჩათვლით ნურაფერს“, - განაცხადა ადგილზე მობილიზებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთმა.
ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი ბადრი ნანეტაშვილი და თანაშემწე თიკო ბეჟაშვილი. ყიფშიძის ქუჩაზე იმყოფებოდაჟურნალისტი ეკა კვესიტაძეც, რომელმაც განაცხადა, რომ პროკურატურა საკუთარ ვერსიებში აიხლართა, რადგან თავდაპირველად საქმე არათუ აღიძრა თვითმკვლეობამდე მიყვანის მუხლით, როგორც ეს ასეთ შემთხვევებში ხდება, არამედ პროკურატურამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხდა თვითმკვლელობა.