
ყოფილ შს მინისტრს კობა ნარჩემაშვილს ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის ვერსიაში ეჭვი შეაქვს.
„თუ თვითმკვლელობა იყო, რატომ განახორციელა იგი ეროსი კიწმარიშვილმა ავტოფარეხში, იარაღის შეძენის ფაქტიც გამოძიებისგან ღრმა შესწავლას საჭიროებს...
თვითმკვლელობას სამედიცინო ექსპერტიზის პირველი დასკვნაც გამორიცხავს, რადგან მიბჯენით ნასროლი იარაღის კვალი ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას არ იძლევა,“ - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა.