დღეს დილით გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი პროზექტურიდან ყიფშიძის ქუჩაზე, მის საკუთრ სახლში მიასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ოთხი საათის განმავლობაში უტარდებოდა.
სასიკვდილო ჭრილობა კიწმარიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული. მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, გამოძიებაში დამოუკიდებელი ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი ჩაერთო.
ექსპერტის თქმით, ეს იყო მკვლელობა, თვითმკვლელობა, თუ სხვა რამე, გამოძიება დაადგენს.