პროკურატურა თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას სახლის აუქციონზე გაყიდვას მოითხოვს.
დღევანდელ სასამარტლო პროცესზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა , რომ გიგი უგულავას გირაო პატიმრობით შეიცვალოს, ასევე მოითხოვა, რომ გირაოს ნაცვლად ჩადებული ბინა გაიყიდოს აუქციონზე, თანხა კი ბიუჯეტში გადაირიცხოს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, უგულავას ადვოკატებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თავად ბრალდებულმა კი განაცხადა, რომ ის ბრძოლას არ შეწყვეტს, თუნდაც შვილები უსახლკაროდ დაუტოვონ.