თავდაცვისა და შს ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას პროკურატურამ სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეზე ახალი ბრალი წაუყენა. სერგო თეთრაძე თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი იყო და, ოფიციალური ვერსიით, დაკითხვის დროს გარდაიცვალა.
ბრალდება ეხება ბრალდებას წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით. ბაჩო ახალაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მან ბრალდების წერილობით ვარიანტზე ხელმოწერის შემდეგ დამცინავი მინაწერი პროკურორის მისამართით გააკეთა. ამის შესახებ ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი წერს:
„ახალ ბრალს ხელს აწერს პროკურორი ნადოი, ოღონდ თვითონ ვერ გაბედა მისვლა ციხეში ბრალის წარსადგენად რატომღაც სხვა პროკურორი გააგზავნა.
ბაჩომ ბრალის დადგენილებაზე მინაწერა გააკეთა, ვთხოვ ხელისუფლებას პროკურორ ნადოის ჯანმრთელობას გაუფრთხილდით, წნევიანი კაცია და მერე ამის გამო კიდევ არ გადადოთ სასამართლო პროცესებიო...“.
შეგახსენებთ, რომ პროკურორი ნადოი უკვე იყო ბრალდების მხარის წარმომადგენელი სასამრთლო პროცესებზე, სხვა ეპიზოდების განხილვის დროს. ხშირად პროცესზე მისი გამოუცხადებლობის გამო სასამართლო გადაიდებოდა ხოლმე, ხოლო ერთხელ, როცა ის თითქოსდა ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდა პროცესზე,საღამოს, სრულიად ჯანმრთელი, საკუთარი სახლის მიმდებარედ ანი ნადარეიშვილმა და ბაჩო ახალაიას ადვოკატმა გადაიღეს.