ვარკეთილში 45 წლის დისპეტჩერი დანით მოკლეს

Image

ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი, რომელმაც 45 წლის დისპეტჩერი ჯერ სცემა, შემდეგ კი დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, დაკავებულია. 

 

მკვლელობის დეტალების შესახებ თვითმხილვლებზე დაყრდნობით "აქცენტი" წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გახოკიძის ქუჩაზე მოხდა:

 

"გარდაცვლილი დისპეჩერად მუშაობდა. როგორც ამბობენ, მას ფულის მოპარვა დააბრალეს, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრები ფიზიკურად გაუსწორდა. სავარაუდოდ, ელენთა დაუზიანდა, მაგრამ დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში დახმარება არავინ გაუწია. დროულად რომ ვინმე დახმარებოდა, შესაძლოა, ოპერაციის გაკეთების შემდეგ გადარჩენილიყო".

 

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება სსს-მაც გააკეთა:

 

""შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ვარლამ ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 ივნისს ვარლამ ჩ-მ ვარკეთილის დასახლებაში, გახოკიძის ქუჩაზე, შურისძიების ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, 1969 წელს დაბადებულ გელა ა-ს ბლაგვი საგნით სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა ა. ადგილზე გარდაიცვალა. 

 

სამართალდამცველებმა ვარლამ ჩ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს".

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !