შს სამინისტრო "ტაბულას" ბრალდებებს პასუხობს

Image

გვიან ღამით საპატრულო პოლიციამ ტელეკომპანია "ტაბულას" თანამშრომელი და მასთან ერთად მყოფი ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული 3 ადამიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

 

 

რის საფუძველზე გაუწიეს წინააღმდეგობა დაკავებულებმა, პოლიციელებს შსს-ში არ აკონკრეტებენ. თავად "ტაბულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათი ინფორმაციით, დაკავებულებს იარაღი ჰქონდათ და მათ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს, "ტაბულა" აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.

 

გარდა აღნიშნულისა, ტელეკომპანია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ რამდენიმე პრეტენზიას აყენებს. "ტაბულას" ინფორმაციით, ტელეკომპანიის იურისტი დაკავებულთან არ შეუშვეს. ამის საპირისპიროდ შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, რადგან მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ ადგილზე იურისტი იმყოფებოდა და დაკავებულთან შეხვედრა სურდა.

 

"ტაბულას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, იურისტმა არაერთგზის განუმარტა პოლიციას, რომ კანონით მას დაკავებულის ნახვის უფლება ჰქონდა, თუმცა მის თანამშრომელთან მაინც არ შეუშვეს. "ტაბულა" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციელები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, და როცა ამის გამო "ტაბულას" ადგილზე მყოფმა ჟურნალისტმა გენერალური ინსპექცია რამდენჯერმე გამოიძახა, ისინი ადგილზე არ მისულან , ამის გამო პოლიციამ ოქმიც შეადგინა. შსს-ში კი აცხადებენ, რომ გენერალური ინსპექცია ადგილზე იმყოფებოდა:

 

"გადავამოწმეთ და ყველა პოლიციელი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში".-აცხადებენ შსს-ში. შსს-ს ასევე უარყოფს კიდევ ერთ ბრალდებას, რომელიც თანმხლები პირების ცემას უკავშირდება. "ნეტგაზეთის"შეკითხვაზე, ჩატარდა თუ არა მოკვლევა ამ კონკრეტულ ბრალდებასთან დაკავშირებით, შსს-ში განგვიცხადეს: "შემიძლია განვაცხადო, რომ პოლიციელების მხრიდან ძალადობა არ მომხდარა'.

 

"ტაბულა" აცხადებს, რომ ყველა ის პრეტენზია, რომლებიც მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ აქვთ, გადაღებულია და ტელეკომპანია შესაბამის ვიდეომასალას გაავრცელებს. დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს, 28 ივნისს გაიმართება. 173-ე მუხლი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 400 ლარის ოდენობის ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთიდან ექვს თვემდე ვადით, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით ითვალისწინებს, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

 

"ნეტგაზეთი"

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !