,,ტაბულას“ თანამშრომლის სასამარტლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე იყო ჩანიშნული. როგორც პოლიციელებმა განმარტეს დაკავების მიზეზი იარაღის ტარება და პოლიციის დაუმორჩილებლობა გახდა.
წუხელ გვიან ღამით დაკავებულთან ადვოკატი არ შეუშვეს, როგორც ,,ტაბულას“ იურისტი აცხადებდა, პოლიცილები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რის გამოც ადგილზე გენინსპექცია გამოიძახეს, თუმცა გამოძახების მიუხედავად გენინსპექციის თანამშრომლები არ მივიდნენ.
დაკავებული ნარკოლოგიური შემოწმებისთვის გადაიყვანეს. დაკავებულს ბრალი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით წარედგინა.