რას ყვება ნაწამები გორელი გოგონა

Image

14 წლის ლელუკა ვანიშვილი  ჯერ ისევ საავადმყოფოში მკურნალობს, იგი 3 ივნისს, საღამოს 11 საათზე გორში ერთ-ერთ სადარბაზოსთან მომაკვდავი  იპოვეს.

 

 

ერთ-ერთი ვერსიით, იგი რომელიმე მაღალი სართულიდან გადმოაგდეს.დაზარალებულს  კანაფის ძაფი კისერზე ორჯერ ჰქონდა შემოხვეული, ჩამტვრეული აქვს მენჯის ძვალი, ფეხი, აღნიშნება სხვადასხვა სახის დაზიანებები.

 

გოგონას ოჯახის წევრები ეჭვობდნენ, რომ ლელუკას შეყვარებული გაუსწორდა, რასაც კატეგორიულად უარყოფდა ბიჭის მამა.

 

თავად დაზარალებული მომხდარს ბუნდოვნად იხსენებს, თუმცა ტვიტმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს.

 

„3 ივნისს, საღამოს 10-ის ნახევარი იყო, სახლიდან გამოვედი და ჩემებს ვუთხარი, დაქალთან, მარიამთან მივდივარ-მეთქი. მაგრამ მარისთან არ წავსულვარ, 9 სართულიანი კორპუსისკენ ჩავისეირნე, იქ უნდა მენახა ჩემი შეყვარებული. ვურეკავდი, მაგრამ ყურმილი არ აიღო.

 

ჩვენ ხშირად ვხვდებოდით იმ ადგილზე ერთმანეთს. 9 სართულიანი კორპუსის სადარბაზოში შევედი და მეოთხე თუ მეხუთე სართულზე, კიბეებზე ჩამოვჯექი. კაპიუშონი მეფარა თავზე. მარის მივწერე, 15 წუთში მოვალ-მეთქი, ვიჯექი და ისევ ვრეკავდი, მაგრამ ისევ არ აიღო ყურმილი მურადმა.

 

მერე ჯიბეში ჩავიდე ტელეფონი და ზარები წავშალე. ეს წესად მქონდა, მასთან გაგზავნილ მესიჯებს და ზარებს ვშლიდი. მარისთან გაგზავნილი მესიჯი არ წამიშლია, მაგრამ მითხრეს, რომ ისიც წაშლილი იყო ჩემი ტელეფონიდან, თუმცა მარის აქვს შემონახული...

 

დაშორებულები ვიყავით, მაგრამ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. სკაიპშიც ჩვეულებრივ მემესიჯებოდა, ერთმანეთს ვკითხულობდით.

 

ბევრს ვფიქრობ ამაზე, მაგრამ ვერანაირად ვერ აღვიდგინე, რა მოხდა იქ. გონზე რომ მოვედი, უკვე კლინიკაში ვიწექი. არც რეანიმაციაში ყოფნა მახსოვს. საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა... არ ვიცი, ეს დაზიანებები ვინ მომაყენა, ყელზე თოკიც მქონდა მოჭერილი.

 

ფეხი მოტეხილი მაქვს და კიდევ ერთი ოპერაცია დამჭირდება. ფილტვებიც არ იხსნებოდა თურმე და ოპერაცია გამიკეთეს. ვცდილობ, აღვიდგინო, რა მოხდა, იმედი მაქვს, ყველაფერი გამახსენდება...

 

რატომ უნდა მომეკლა თავი? ჭორების გამო დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ მერეც ჩვეულებრივ ვმესიჯობდით... უბრალოდ, სკოლაში არ ვკონტაქტობდით.  ნახეთ ჩემი მკლავები, ახლაც მეტყობა ხელის ნათითურები, ეს დაზიანებები მე მივიყენე?“ - აცხადებს ლელუკა ვანიშვილი.

 

 

 

„კვირის პალიტრა“

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !