მესტიის აეროპორტში მომხდარი მკვლელობის დეტალები

Image

რამდენიმე დღის წინ მესტიაში შემზარავი დანაშაული მოხდა - 27 წლის გეგი ხაფთანი მეგობარმა, სპარტაკ  გოშუანმა სასიკვდილოდ გაიმეტა. გეგი მესტიის აეროპორტის დაცვის თამანშრომელი იყო. იქვე მუშაობდა გოშუანიც. მკვლელობის მიზეზად შელაპარაკება სახელდება.

 

 

გარდაცვლილი გეგი ხაფთანის დედა, მანანა ხაფთანი ამბობს, რომ მის შვილს სპარტაკი ეცოდებოდა, რაღაც თავისებური ბიჭია, ჩაკეტილიო და ცდილობდა მხარში დადგომოდა.

 

„აქამდე მეგონა, გეგის ადამიანის ცნობა არ შეეშლებოდა, მაგრამ შევცდი... მერე გავიგე, რომ იმ ბიჭს ადრეც ჰქონია სხვებთან კონფლიქტი, ვიღაცები დაუჭრია. ეტყობა, გეგი ცდილობდა კარგისკენ შემოებრუნებინა, იმან კიდევ დანა დაარტყა...  ის ბიჭი ნასვამი იყო და გეგიმ მას წესიერად მოქცევისკენ მოუწოდა, რაც მან იუკადრისა და შეკამათდნენ...

 

კიდევ ორი ბიჭი ყოფილა და ერთ-ერთს უთქვამს გეგისთვის, შენ წადი და ამას ჩვენ მივხედავთო.  გეგის უთქვამს, გამოუშვით, სპარტაკი მე დანას დამარტყამსო?.. და ზურგი შეუქცევია... ის ბიჭი როგორღაც ხელიდან დაუსხლტათ თურმე და გეგის ზურგში დანა ჩაარტყა...

 

გეგის მოტრიალება მოუსწრია და უთქვამს, - რას შვები, მკლავო?!. იმან კი კიდევ რამდენჯერმე დაარტყა.... სულ 5 ჭრილობა აქვს ჩემს შვილს. ბიჭებს ჯერ აქაურ საავადმყოფოში წაუყვანიათ, შემდეგ ქუთაისში, მაგრამ ვერაფერმა უშველა...

 

ახლადშექმნილი ჰქონდა ოჯახი, წლინახევრის ბიჭი ჰყავს...“ - აღნიშნა მანანა ხაფთანმა.

 

 

„კვირის პალიტრა“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !