უკრაინიდან დეპორტირებული „კანონიერი ქურდი“, თვითმფრინავიდან კალაძის დავალებით „აორთქლდა“?

Image

ე.წ. კანონიერი ქურდი, 50 წლის რომან ბარბაქაძე, იგივე „რემენი“, რომელსაც, უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ თბილისის აეროპორტში შსს-ს თანამსრომლები ელოდებოდნენ, რეისის მგზავრებს შორის არ აღმოჩნდა.

 

შემთხვევა 21 ივნისს მოხდა: დეპორტაციის გადაწყვეტილების შემდეგ უკრაინელი სამართალდამცველები ქართველ კოლეგებს დაუკავშირდნენ, რეისის ნომერი აცნობეს და ასევე აცნობეს დრო, როცა თვითმფრინავი, სადაც ბარბაქაძეს ჩასვამდნენ, თბილისში დაეშვებოდა.

 

სად „აორთქლდა“ ე.წ. კანონიერი ქურდი იმ გზის მანძილზე, რაც თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოფრენის დარბაზამდე უნდა გაევლო, ამ დრომდე გაურკვეველია. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ის აეროპორტშივე უნდა დაეკავებინათ. არსებული ვერსიით, „კანონიერ ქურდს“ ტრაპთან დახვდნენ, მანქანაში ჩაისვეს და აეროპორტიდან ისე გაიყვანეს, რომ ჩამოფრენილ მგზავრებს შორის არ აღრიცხულიყო.

 

როგორც „პრაიმკრაიმი“ წერს, ტრაპთან „კანონიერ ქურდს“ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები დახვდნენ: მათ დაასწრეს ბარბაქაძის დასაპატიმრებლად მისულ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს, „კანონიერი ქურდი“ მანქანაში ჩაისვეს და ყოველგვარი პროცედურის გავლის გარეშე აეროპორტიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

 

ამ თემასთან დაკავშირებით „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბრიფინგი გამართა. პარტიის ერთერთმა ლიდერმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა ავიაბილეთისა და რეისის ნომერი დააზუსტა და განაცხადა, რომ გენინსპექციის თანამშრომლებმა, რომლებიც აეროპორტში გამოცხადდნენ, „კანონიერი ქურდის“ მომლოდინე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ მოქმედებდნენ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებით და უთხრეს მათ, რომ ბარბაქაძე არა ე.წ. კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი იყო, დახვდნენ მას ტრაპთან და ისე გაიყვანეს აეროპორტიდან, რომ მის მიერ საზღვრის კვეთაც არ დაფიქსირებულა.

 

ირმა ნადირაშვილი შეკითხვით მიმართავს შსს - რატომ არ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ, ასევე შეკითხვას უსვამს სოზარ სუბარს - იმყოფება თუ არა სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში ე.წ. „რემენა“, მიმართავს თხოვნით სახალხო დამცველს - კომპეტენციის ფარგლებში, 24-საათიანი მონიტორინგი განახორციელოს ამ ფაქტთან დაკავშირებით და ასევე შეკითხვით მიმართავს ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს - იცნობს თუ არა „კანონიერ ქურდ“ თემურ ბარბაქაძეს.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !