ე.წ. "კარანტინის დაშლის" საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

Image

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ე.წ. ,,კარანტინი"-ს დაშლისა და 2012 წლის ოქტომბრამდე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩადენილი ცემა-წამების ფაქტებზე , პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

 

 

ამ გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ საქართველოს სსკ-ის 1441 მუხლის მე-2 ნაწილის და 1443 მუხლის მე-2 ნაწილით გამატყუნებელი განაჩენი გამოიტანა,-ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

 


სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ 2012 წლის 24 აგვისტოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გლდანის #8 დაწესებულებაში მიმდინარეობდა ე.წ. "კარანტინი"-ს მორიგი დაშლა, რაც ფორმალურად გულისხმობდა შესაბამის საკნებში პატიმრების გადანაწილებას. სინამდვილეში კი, ეს პროცესი, ისევე, როგორც სხვა არაერთი "კარანტინის" დაშლა, ხორციელდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში დამკვიდრებული ერთგვარი "რიტუალით", რასაც სავალდებულო წესით და ასევე მათ მიერ დადგენილი გარკვეული კრიტერიუმებით თან ახლდა პატიმართა ცემა მათი დამცირებით, პატივისა და ღირსების შელახვით.

 


"კარანტინი"-ს დაშლას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე გაგა მკურნალიძე ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად "კარანტინი"-ს დაშლაში მონაწილეობას იღებდა საპყრობილეს დირექტორი დავით ხუჭუა, მისი მოადგილეები ალექსანდრე ჯანჯღავა და ვიქტორ ყაჭეიშვილი, ასევე სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ოლეგფაცაცია, ამავე საპყრობილის თანამშრომლები: გიორგი კვარაცხელია, მანუჩარ ლომთაძე, მათე ელბაქიძე, დავით მეცხოვრიშვილი და თემურ ჭაჭია.

 


როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ჩამოთვლილმა პირებმა დაშინების, იძულებისა და რეჟიმისადმი მორჩილების მიზნით, პატიმრები ჩააყენეს არაადამიანურ და დამამცირებელ პირობებში, აყენებდნენსიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ამყოფებდნენ გაუსაძლის მდგომარეობაში.

 


ჩადენილი დანაშაულისათვის, ცემა-წამებაში მონაწილე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნებს სასჯელთა შტანთქმის პრინციპითა და ამნისტიის აქტის გამოყენებით განესაზღვრათ:

 

ოლეგ ფაცაციას- 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისადა 6 თვის ვადით. ვიქტორ ყაჭეიშვილს- 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2000 ლარი.

 

გაგა მკურნალიძეს - 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 3000 ლარი. გიორგი კვარაცხელიას - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

თემურ ჭაჭიას -სსკ-ის 376-ე მუხლით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

დავით ხუჭუას - 3 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლისა და 6 თვის ვადით და ჯარიმა 2 000 ლარი.

 

მათე ელბაქიძეს-სსკ-ის 376-ე მუხლით 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარი.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !