-
2020-03-03 13:36
ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის სარდაფში ნარკოტიკული ნივთიერებების გამოსაყენებელი
ატრიბუტიკა აღმოაჩინეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო
მოქმედებები. გამოკითხვაზეა დაბარებული სკოლის დირექტორიც.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც მცენარე
კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს, რაც ისჯება
ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით