-
2020-02-13 13:13
შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ოპოზიციის ლიდერს, ნიკა მელიას
პროკურატურა ახლა უკვე სააპელაციოში ედავება. ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო უწყებაში
ადასტურებს.
მთავარ არხთან საუბარში ნიკა მელიას ადვოკატი, გიორგი მდინარაძე ამბობს, რომ პროკურატურის
საჩივარი სააპელაციო სასამართლოში 30 დეკემბერს შევიდა, საქმეს კი მოსამართლე ვეფხია ლომიძე განიხილავს:
"პროკურატურის სარჩელი სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 30 დეკემბერს შევიდა.
საქმეს ერთპიროვნულად მოსამართლე ლომიძე განიხილავს. როგორც წესი, მსგავსო მოცემულობის საქმეს
პალატა იხილავს, ამიტომ ჩემთვის უცნაურია რომ საქმეს ერთი მოსამართლე იხილავს.
ჩვენ ვითხოვთ, რომ ნიკანორ მელია იმ ბრალდებაშიც გამართლდეს, რომელზეც თბილისის საქალაქო
სასამართლომ დამნაშავედ სცნო. ჩვენი სურვილი ეს არის, თუმცა ბოლო დროს განვითარებული მოვნების
გათვალისწინებით, აღარ ვიცი, რას უნდა ველოდო. იმ ნაწილშიც კი რაშიც დამნაშავედ სცნეს მელია საკმარისი
მტკიცებულებები არ არსებობობს"- აცხადებს ადვოკატი გიორგი მდინარაძე.
საქმე ეხება 2012 წლის დეკემბერში შსს-ს მიერ გაკეთებულ განაცხადს, რომ ორგანიზებულ- დანაშაულებრივ სქემაში
სახელმწიფო, პოლიტიკური თანამდებობის პირები და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების
წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შსს-ამტკიცებს, რომ მელიასა და ადეიშვილის გეგმით ბიძინა ივანიშვილის ბანკი ქართუ პოლიტიკური
ანგარიშსწორების გამო უნდა გაკოტრებულიყო. იმ დროისთვის ნიკა მელია აღსრულების ეროვნული
ბიუროს ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
სააპელაციოში სხდომა 10 მარტს არის ჩანიშნული.