
ხობში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული ქალი გარდაიცვალა,
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, ადგილობრივი მოსახლის სახლში სტუმრად მყოფმა პირმა მასპინძელი დაჭრა. ამის შემდეგ მამაკაცმა მეზობლის სახლს შეაფარა თავი, სადაც ქალბატონი დახვდა, რომელსაც ასევე ფიზიკური დაზიანებები მიაყენა.
ის მკურნალობას ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადიოდა.