
თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალშობილის გარდაცვალებაზე კლინიკაში
კომენტარს აკეთებენ.
როგორც კლინიკაში განმარტეს, უეცრად ნაყოფს ბრადიკარდია განუვითარდა.
„უეცრად ნაყოფს განუვითარდა ბრადიკარდია რაც გულის რითმის დაქვეითებას ნიშნავს,
სასწრაფო წესით განხორციელდა საკეისრო კვეთა, ზუსტად 7 წუთში ამოიყვანეს ნაყოფი, მაგრამ,
სამწუხაროდ,ჩატარებულმა რეანიმაციულმა ღონისძიებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ჩვილის გარდაცვალების
ზუსტ მიზეზებს ექსპერტიზა დაადგენს, რაც შეეხება დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას მის სიცოცხლეს საფრთხე
არ ემუქრება“, – აცხადებენ თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის პრესსამსახურში.