
15 წლის ლუკა სირაძის საქმის ფიგურანტი ერთ-ერთი პოლიციელი, რევაზ მამასახლისი დიდუბე-ჩუღურეთის
პოლიციის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსის მოადგილის პოსტზე აღარ მუშაობს, – ამის შესახებ რევაზ
მამასახლისის ადვოკატმა, ვახტანგ კვიჟინაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის
პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე რევაზ მამასახლისი 2019 წლის 18 დეკემბერს დაკითხეს.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს
გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი 17 დეკემბერს დააკავეს. სასამართლომ მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების
სახით პატიმრობა შეეფარდა.
წყარო:1tv.ge