
სახელმწიფო ინსპექტორის სამსსახურის ინფორმაციით, 15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების მიცემის იძულების
საქმეზე პოლიციის რამდენიმე თანამშრომლის გადაცდომაც გამოიკვეთა.
მათი განმარტებით, გამოძიების პროცესში შეკრებილი მტკიცებულებებით დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს
პირველი განყოფილების სხვა თანამშრომლების (მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირის) მხრიდან
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის დარღვევები გამოიკვეთა.
"შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, საქმის სასამართლოში წარმართვის პარალელურად,
მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, პოლიციის ზემოაღნიშნული
მუშაკებისთვის შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის მიზნით",
— ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებაში.