-
2020-01-06 13:33
დეკანოზის მამის, ავთო მამალაძის განცხადებით, შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტს მათ სამჯერ მიმართეს.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა საპატრიარქოსა და მთავრობის ზეწოლას ვერ გაუძლო:
„მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა ვერ გაუძლო ზეწოლას, რომელსაც განიცდის
საპატრიარქოსგან და მთავრობისგან. სინოდი არაფერს წარმოადგენს. სპექტაკლი დადგეს, თითქოს
მოითხოვდნენ შეწყალებას, შემდეგ მოხდებოდა ზეწოლა, რომ არ შეეწყალებინა. ჯერ ვერაფერს გეტყვით, რა
უნდა ვქნათ. პროტესტი გაგრძელდება. დეკანოზის მდგომარეობა მძიმეა, მას დამოუკიდებლად გადაადგილება
არ შეუძლია. როგორ შეიძლება მართალი ადამიანი ასე გამოკეტილი ჰყავდეთ? რომ ამბობენ, ციანიდიო, სადაა
ციანიდი?! ციანიდი მიკერებული იარლიყია“, - განაცხადა დეკანოზის მამამ ავთო მამალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საშობაოდ ხუთი პატიმარი შეიწყალა.