
ერაყის ხელისუფლებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატების ცარევის შედეგად ციხიდან გაათავისუფლა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობაში შემჩნეული ორი ე.წ. კანონიერი ქურდი, - ამის შესახებ „როსბალტი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
კრიმინალური სამყაროს ცნობილი ავტორიტეტები - ოლეგ პიროგოვი („ცირკაჩი“) და ვიქტორ ჟარინოვი („ცეზარი“) უკვე რუსეთში იმყოფებიან. ისინი ერაყელმა სამართალდამცველებმა 2015 წლის მარტში, ქალაქ ერბილში დააკავეს და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ამხილეს.
აღსანიშნავია, რომ 38 "ცირკაჩს" 2015 წლის გაზაფხულზე თურქმა სამართალდამცველებმა ქვეყნის დატოვება აუკრძალეს. პიროგოვი „კანონიერი ქურდ“ ვადიმ ივანენკოს („ვადიკა კრასნოდარსკი“) დაცხრილვის საქმეში გადიოდა, ივანენკო „სხოდკაზე“ დაცხრილეს, „ობშიაკიდან“ დიდი რაოდენობით ფულის დაკარგვის გამო.
„ცირკაჩმა“ მოახერხა თურქი სამართალდამცველების ხელიდან დასხლტომა და ქვეყანა არალეგალურად დატოვა, თან კი 32 წლის „ცეზარი“ გაიყოლა. მათ ქურთი გამცილებელი მოძებნეს, რომელმაც ისინი, სხვა 12 არალეგალთან ერთად, ერაყში გადაიყვანა იმ გზით, რა გზითაც, როგორც წესი, „ისლამური სახელმწიფოს“ ახალწვეულები სარგებლობენ.
მას შემდეგ, რაც არალეგალები დააკავეს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატებმა ერაყის ხელისუფლება დაარწმუნეს - დაკავებულები არ არიან კანონმორჩილი მოქალაქეები, მაგრამ ნამდვილად არ თანამშრომლობენ ISIS-თან, ხოლო ერაყში „მოვლენების დამთხვევის“ გამო აღმოჩნდნენ.