
რუსთავში გუშინ, გვიან ღამით მომხდარ 23 წლის გ. კ.-ს მკვლელობის დეტალებზე, მისი მეგობრის ნაამბობზე დაყრდნობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბინაში, სადაც მოგვიანებით ყელგამოჭრილი იპოვეს, გოგონა ყოფილ შეყვარებულს შეხვდა.
გ.კ.-ს მეგობარმა გოგონამ, რომელსაც ბინა, სადაც მკვლელობა მოხდა, დაქირავებული ჰქონდა, პოლიციაში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ყოფილი შეყვარებული გ.კ.-სთან ბოდიშის მოსახდელად მივიდა და შეხვედრა სწორედ ამ ბინაში შედგა.
სავარაუდოდ, შელაპარაკების შემდეგ ბიჭმა გოგონას დანით ყელში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. "აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია და მისი ძებნა ცხელ კვალზე დაიწყო.