
„რუსთავი-2“ გვიან ღამით რუსთავში მომხდარ ორ დანაშაულზე იტყობინება. „კურიერის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე მდებარე ბინაში 23 წლის გოგონას ყელი გამოსჭრეს, ხოლო სასტუმროს მიმდებარედ მძიმედ დაჭრილი მამაკაცი იპოვეს.
გამორიცხული არაა, ეს ორი ფაქტი ერთმანეთს უკავშირდებოდეს. მოკლული გოგონა სკოლის მეგობართან იმყოფებოდა სტუმრად, რომელსაც ბინა ნაქირავები ჰქონდა. ცხედარი მეგობრებმა იპოვეს.
რაც შეეხება მამაკაცს, ის მოქალაქეებმა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ახალგზარდა მამაკაცს სხეულზე მრავლობითი ჭრილობები ბასრი საგნით აქვს მიყენებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.