"ლევიკ ზუგდიდსკი" თბილისის აეროპორტში დააკავეს

Image

მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან დეპორტირებული ე.წ. კანონიერი ქურდი ლევან მარღია, იგივე "ლევიკ ზუგდიდსკი" სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში დააკავეს.

 

1978 წელს დაბადებული ლევან მარღია კანონიერი ქურდობის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღიარებს ქურდულ სამყაროს, თავს კანონიერ ქურდად მიიჩნევს და გარკვეული პერიოდიდან მისი წესების დაცვით ცხოვრობს.

 

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით).

 

შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევაა 2012 წლის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როცა სხვა ქვეყნიდან დეპორტირებულ ე.წ. კანონიერ ქურდს აეროპორტშივე აკავებენ. მანამდე "კანონიერი ქურდების" მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა საერთოდ არ ფიქსირდებოდა.

 

მედიის ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. კანონიერ ქურდებს სამართალდამცველები არ აკავებდნენ და თურქეთში გადასვლის საშუალებას აძლევდნენ, რის შემდეგაც ისინი ხშირად ისევ იმავე ქვეყანაში აღმოჩნდებოდნენ ხოლმე, საიდანაც რეპორტით აგზავნიდნენ. ლევან მარღიას შემთხვევაში ეს "ტრადიცია" დაირღვა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !