„ლევიკ ზუგდიდსკი“ დეპორტირებულია მოსკოვიდან - დააკავებენ თუ არა ლევან მარღიას (ვიდეო)

Image

ე.წ. კანონიერი ქურდი, 37 წლის ზუგდიდელი ლევან მარღია, იგივე „ლევიკ ზუგდიდსკი“ მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან სამშობლოშია დეპორტირებული. 

 

დადგენილი პროცედურის თანახმად, ის თვითმფრინავის ბორტზე ააცილეს რუსეთის შსს-ს სისხლის სამართლის განყოფილების თანამშრომლებმა და თბილისში გამოამგზავრეს. ინფორმაცია მარღიას დაკავების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

 

რუსეთიდან ლევან მარღიას დეპორტირების საფუძველი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომელმაც მიიჩნია, რომ მას არა აქვს კანონიერი საფუძველი, იმყოფებოდეს რუსეთის ტერიტორიაზე.

 

შეგახსენებთ, 22 მარტს, უკვე სანკტ-პეტერბურგში, კიდევ ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი, 32 წლის ირაკლი ბულისკერია, იგივე „იკა გალსკი“ დააკავეს. მას ჩხრეკის დროს აღმოჩენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობის კოკაინთან ერთად ( 9 გრამი), ვინმე ჯოპუას სახელზე გაცემული პასპორტიც უპოვეს, სადაც თავად ბულისკერიას ფოტო იყო ჩაკრული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ირაკლი ბულისკერიას, რომელიც მანამდე არ იყო ნასამართლევი, ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

 

შეგახსენებთ, ირაკლი ცნობილი, აწ უკვე გარდაცვლილი კრიმინალური ავტორიტეტის რენო ბულისკერიას ვაჟია. იმის მიუხედავად, რომ ციხეში ყოფნის გამოცდილება არ ჰქონია, ირაკლი „ტიტულს“ კარგა ხანია, ატარებს. ასევე „კანონიერი ქურდია“ მისი ბიძაშვილი კახა ბულისკერია, რომელმაც „ტიტულის“ დაკარგვა და შემდეგ ისევ უკან დაბრუნება უკვე მოასწრო.  

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !