-
2015-02-08 20:51
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი სოსანაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, სადაც მისი მშობლები ცხოვრობენ, ჩხრეკის დროს ხელყუმბარები ამოიღეს.
„იმედის კვირაში“ ჩართვის დროს გიორგი სოსანაშვილის მეზობლებმა და ოჯახის წევრებმა დაადასტურეს, რომ სახლის ჩხრეკის დროს, ეზოში მდგარი საქათმის სახურავიდან ხელყუმბარები ამოიღეს, რომლებსაც დეტონატორები არ ჰქონდა.
პირდაპირი ჩართვის დროს გიორგი სოსანაშვილის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი კუთვნილ „ნივას“ არ იყენებდა, რადგან საწვავის ჩასხმის საშუალება არ ჰქონდა, ხოლო სახლში იანვარში იმის გამო მოვიდა, რომ ექიმის გამოწერილი რეცეპტის მიხედვით ნემსები გაეკეთებინა.
მისივე თქმით, გიორგი 20 იანვარს წავიდა სახლიდან და მას შემდეგ არ უნახავთ, თუმცა, სატელეფონო კავშირი მასთან ჰქონდათ: "მე არ ვიცი, დამნაშავეა თუ არა ჩემი შვილი, მაგრამ თუ ის დამნაშავეა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს", - განაცხადა გიორგი სოსანაშვილის მამამ.