
რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორსა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის ყოფილ მოადგილეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა.
მამუკა გვარამიამ და როსტომ ლაზარიამ თავისუფლების სანაცვლოდ 3 ათასი ლარი უნდა გადაიხადონ.
ორივე ბრალდებულის თქმით, გამოძიებას არ აქვს მტიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებს.