
დაბა ჩაქვში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიძემ სიდედრი მოკლა.
მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.
მკვლელობის მომენტში იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მან სიდედრს სხეულზე მრავლობითი სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დამნაშავე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. იგი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.