-
2015-02-03 15:19
ზურაბ ჟვანის ძმის, გოგლა ჟვანიას ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეს ნათელი უახლოეს პერიოდში მოეფინება.
„პროკურატურასთან მუდმივ კონტაქტზე ვარ და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულებაა მოგროვებული.
უკვე თვალსაჩინო ხდება საზოგადოებისთვის დანაშაულის ჩამდენი მხარე.
უკვე ირიბად თუ პირდაპირ იწყება აღიარება იმის, რომ ცხედრებზე დაზიანებები იყო და ცხედრების გადაადგილება მოხდა.
ახლა ცდილობენ ეს, რაღაც ფანტასტიკურ ვერსიებში შეფუთონ.
ეს, რა თქმა უნდა, გარემოებებს არ შეცვლის მითუმეტეს, რომ მტკიცებულებები ბევრია და არის წინაპირობა, რომ ეს ფანტასტიკური ვერსია გასკდეს საპნის ბუშტივით", - განაცხადა გოგლა ჟვანიამ და დასძინა, რომ ზურაბ ჟვანიას ერთ-ერთ რეგიონში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია და ასევე, მსგავსი ინფორმაციები პროკურატურაში შესულია და ხდება მათი გადამოწმება.
ცნობისთვის: ერთ-ერთი პატიმრის ინფორმაციით, ზურაბ ჟვანია თელავში, ერთ-ერთ ოჯახში მოკლეს. პატიმარმა თეიმურაზ გვარაძემ ვიდეოჩანაწერი თავის დროზე არჩილ კბილაშვილს გაუგზავნა.