75 წლის ქალი 38 წლის ნათლულს გაუპატიურებაში ადანაშაულებს

Image

დანაშაული ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ რომანეთში 21 სექტემბერს მოხდა.

 

დაზარალებულმა ქალბატონმა სირცხვილისა და შიშის გამო მომხდარი შვილებს მოგვიანებით გაუმხილა.

 

როგორც დაზარალებულის შვილები ამბობენ, საქმის კანონიერი განხილვა ფერხდება, რადგან გამოძიება უშუალო მოწმეს ითხოვს.

 

აღნიშნულის გამო 75 წლის ქალბატონის შვილებმა ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და  საქმის გამოძიება მოითხოვეს.

 

გოჩა როხვაძე, დაზარალებული ქალბატონის ვაჟი:

- ეგ კაცი ჩვენი სახლიდან 200 მეტრში ცხოვრობს. დედაჩემის გაზრდილია, ბოლის მონათლა კიდეც. 38 წლის არის, მაგრამ არცერთი ქალი არ ეკარება, იმიტომ, რომ აყროლებული, მახინჯი და ბინძური ადამიანია. მენახირედ მუშაობს, ღორებს და ძროხებს მწყემსავს და როგორც ნახირიდან ბრუნდება, ისე წვება და დგება...

 

თანაც მაგას რა ხანია ბებრები მოსწონს, - სანამ დედაჩემთან ასე მოხდებოდა, სოფელმა იცის, რომ მანამდე კიდევ ერთ ბებერ ქალს მიუვარდა, მაგრამ იმ ქალმა წინააღმდეგობა გაუწია და ჯოხის ცემით გამოაგდო.  ან ბებრებზე იწევს, ანაც 14-15 წლის გოგოებს ხვდება გზაზე და ეუბნება, ცოლად გამომყევითო... იმათი პატრონები კიდევ, სცემენ.

 

ზოია როხვაძე, დაზარალებულის ქალიშვილი:

- დედა მარტო ცხოვრობს, ჩემი ერთი ძმა თბილისშია, მეორე ქუთაისში და მეც სხვაგან ვარ გათხოვილი! დღე რომ ყოფილიყო, დედაჩემს იქნება ეყვირა და თავის დაცვა მოეხერხებინა, მაგრამ ღამის 12 საათზე მიუხტა და კარი შეუმტვრია.

 

ეს უსინდისო საწოლთან მივიდა და პირდაპირ დაახტა საცოდავს, ცალი ხელით ხელები გაუკოჭა. 75 წლის დედაჩემი იმას რას მოერეოდა, როცა პირზე აფარებდა ხელს და თან სცემდა. დედაჩემმა თქვა, მუცელი სულ დასისხლიანებული და დალურჯებული მქონდაო.

 

ჩვენ გვიან ჩავედით სოფელში, როცა ყველამ ყველაფერი იცოდა და მარტო ჩვენ არაფერი ვიცოდით. ამის შემდეგ ჩემი ძმა იმ უსინდისოსთან წავიდა რომ ეცემა. მისიანები კი კეტებით გამოვარდნენ და გვიჩივლეს.

 

გამოძიება გვეუბნება მთავარი მოწმე არ არისო.  ამბობენ, ექსპერტიზის დასკვნა გვჭირდება, რომ დედათქვენი ნამდვილად გაუპატიურებელიაო. ეს ამბავი 21 სექტემბერს მოხდა და ექსპერტიზა ამბობს, დედათქვენის გაუპატიურების ფაქტის დადგენა უკვე გვიან არისო. ის ზეწარი წავიღეთ ექსპერტიზაზე, რომელზეც დედაჩემი გააუპატიურეს. ვნახოთ, რას იტყვის ახლა ექსპერტიზა.

kvirispalitra.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !