
როგორც ადამიანის უფლებათადამცველი აცხადებს, აღნიშნული, კანონი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ქვეყნისთვის უკან გადადგმული ნაბიჯია.
„მსგავსი საქმე მოიგეს მოლდოველმა კოლეგებმა.
თავის დროზე აღნიშნული საქმე ევროსასამართლომ დაჩქარებული წესით განიხილა და ჩვენს საქმესაც, დარწმუნებული ვარ, დაჩქარებულად განიხლავს, რადგან სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე.
კიდევ უფრო სამწუხარო ისაა, რომ კანონპროექტის ავტორები არიან ადამიანები, რომლებიც გუშინ უფლებათადამცველის სახელით მოქმედებდნენ. დღეს კი ისეთ კომპრომისებზე მიდიან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ კონვენციას" - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.