
დაზარალებული ქალბატონი ბათუმის რეფერალურ სავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
შემთხვევა წუხელ გვიან ღამით ლანჩხუთში, ბენზინგასამართ სადგურ "რომპეტროლთან" მოხდა.
შსს-ს აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.