-
2014-11-26 15:44
აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან სხვა მგზავრებმა გამოიყვანეს.
„გუშინ, დაახლოებით სამი საათი იყო, ბათუმში მივდიოდით, რიკოთის გვირაბში რომ შევედით, ავარიას შევესწარით, ცოტა ხანში კი მანქანა აფეთქდა. საშინელი ბოლი იდგა გვირაბში, შემთხვევით დავინახეთ კაცი, რომელიც დახმარებას ითხოვდა და გვირაბიდან გამოვიყვანეთ. გვირაბში ვინტილაცია არ იყო, მძღოლი გაგუდვას გადარჩა“–ამბობს Mediamall.ge -სთან საუბარში თვითმხილველი ვარლამ წიკლაური.
აღნიშნული ფაქტი MediaMall.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ერთმანეთს „ოპელის“ მარკის ავტომანქანა და არასამგზავრო „ფორ ტრანზიტის“ მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
„აალდა ერთი ავტომანქანა, დაკვამლიანების გამო გადაიკეტა გვირაბი და გადადგილება შემოვლითი გზით გახდა შესაძლებელი“,- განაცხადეს შსს-ს უწყებაში.