
რუსთავის მე-6 საპყრობილის პატიმარმა ბერიკაშვილმა "რუსთავი-2"-ში დარეკა და ტელევიზიას იმ აუტანელი პირობების შესახებ შეატყობინა, რომელიც საპყრობილეშია.
"აქ არის აუტანელი პირობები, ცემენ, კლავენ ხალხს, კარცერში ალპობენ... იმ დონემდე მიმიყვანეს, თითი მოვიჭერი... არც კი შემიხვიეს, თითი გადამაგდებინეს... ერთერთი არის ჩეკურიშვილი, რომელიც ცემაში კლავს ხალხს. არ ვიცი, თქვენ რომ გირეკავთ, იმასაც რა მოჰყვება, მაგრამ გავბედეთ და ვრეკავთ...", - უთხრა პატიმარმა "კურიერს".