
,,fresh news” ავრცელებს თვითმხილველის მიერ მიწოდებულ კადრებს, სადაც ასახულია ჯგუფური ჩხუბი, რომლის დროსაც ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, ყოფილი რაიკომის შენობის წინ, ღამის საათებში ახალგაზრდა დაჭრეს.
შემთხვევა 15 ნოემბერს მოხდა. ადგილზე საპატრულო პოლიციაც მივიდა, თუმცა, ხმამაღალი საუბარი და გაწევ-გამოწევა არც ამის შემდეგ შეწყვეტილა.