
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ოპერატორი თამაზ შავშიშვილი დაკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "პირველ რადიოს" თავად შავშიშვილმა დაუდასტურა. დაკითხვა 12:00 საათზე დაიწყება.
”12 საათზე ვარ დაბარებული პროკურატურაში. თემა არ ვიცი, არ დაუკონკრეტებიათ. თუმცა გამომდინარე იქიდან რომ დაიბარეს პრეზიდენტის დამლაგებელი, დაცვის ბიჭები ჩემი- როგორც ყოფილი ოპერატორის დაბარება არ არის გასაკვირი, ახლა შეკითხვებს ვერ ვუპასუხებ და ხვალ აუცილებლად გამოვცხადდები პროკურატურაში.” განაცხადა თამაზ შავშიშვილმა ”პირველ რადიოსთან” გაკეთებულ კომენტარში.