
თავის დროზე ამ ამბის გახმაურებამ საზოგადოება შოკში ჩააგდო, თუმცა რადგან ეს უმძიმესი საქმე ინტიმურ დეტალებს შეიცავდა, პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლო სხდომები დაიხურა და აჟოიტაჟიც მიწყნარდა.
დაზარალებული გოგონა დღემდე თავშესაფარში ცხოვრობს.
შემთხვევა 2009 წელს მოხდა. დაზარალებული უკვე 6 თვის ფეხმძიმედ იყო, როცა დედამ და ბებიამ შეამჩნიეს, მაგრამ მისგან კატეგორიული უარი მიიღეს - საჭმელი ახლახან ვჭამე და ალბათ, მუცელი ამიტომაც მაქვს გაბერილიო.
ორსულობა თვალშისაცემი რომ გახდა, ახლობლებმა ძალდატანებით, ორსულობის ტესტი ჩაუტარეს და მათი ეჭვიც დადასტურდა. გოგონას სთხოვდნენ დაესახელებინა ის პირი, ვისგანაც შვილს ელოდა, მაგრამ ვერაფერი დააცდევინეს.
ბოლოს სთხოვეს, დამდგარიყო იმ ადამიანის სახლის კართან, ვისგანაც დაფეხმძიმდა - გოგონა საკუთარ სახლთან გაჩერდა. როცა დაჟინებით მოსთხოვეს, სიმართლე ეთქვა, აღიარა, რომ შვილს საკუთარი მამისგან ელოდა. ამ შოკისმომგვრელი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ნათესავებმა მამამისზე შურისძიება გადაწყვიტეს, მაგრამ იმ მომენტში რ.შ. შინ არ იყო.
იმის შიშით, რომ მკვლელობა არ მომხდარიყო, ბავშვის ბებიამ სასწრაფოდ, პოლიციის ქვეგანყოფილებაში მიირბინა და ძალოვნებს მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. პოლიციელებმა გოგონას მამა მანამ დააკავეს, ვიდრე ის ნათესავებს ჩაუვარდებოდა ხელში...
მართალია, დაზარალებული მშობელს ამხელდა და ამტკიცებდა, რომ მისგან იყო ფეხმძიმედ, მაგრამ მამის დაკავებიდან ერთი თვის შემდეგ, მოულოდნელად, პოლიციამ ხელბორკილები 17 წლის ზ.შ-საც დაადო. როცა გოგონას მუცლადმყოფ შვილს ანალიზი აუღეს, დნმ-ის ექსპერტიზის შედეგი არანაკლებ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა - გაირკვა, რომ დაზარალებული შვილს საკუთარი ძმისგან ელოდა; ამის შემდეგ გოგონამ ძმასთან სექსუალური კავშირიც დაადასტურა და გაუპატიურებაში ისიც ამხილა...
გოგონას მშობიარობას, მისივე თხოვნით, დედაც დაესწრო. ახალშობილს არანაირი პათოლოგია არ აღენიშნება. თუმცა დედამ ბავშვზე უარი თქვა.
სასამართლომ სასჯელის სახით 30-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო მის ვაჟს, ზ.შ-ს დის გაუპატიურებისთვის 13 წლითა და 6 თვით აღუკვეთეს თავისუფლება.
gzapress.ge