ბათუმის ციხეში სასტიკად ნაწამებმა პატიმარმა სხეულზე ხორცი კბილებით ამოიფლითა

Image

ბათუმის ციხეში მყოფმა 25 წლის პატიმარმა, ყურადღების მიპყრობის მიზნით, სასტიკად წამების შემდეგ, საკუთარ სხეულზე ხორცი კბილებით ამოიფლითა. მას ოთხმოცი ნაკერი დაადეს. - ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" და "ბათუმელები" ავრცელებენ.

 

ადვოკატის, მარინა კაკაურიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პატიმარმა თვითდაზიანება მიიღო: „მისი წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეში დაიწყო 3 ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც ის ბათუმში №3 დაწესებულებაში გადაიყვანეს, განათავსეს სამარტოო საკანში, ხელებზე და ფეხებზე ერთდროულად ბორკილებს ადებდნენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ არაადამიანური პირობების გამო იძულებული გახდა თვითდაზიანება მიეყენებინა, ამბობს, რომ ამ ფორმით ციხის ადმინისტრაცია აიძულა მისთვის ყურადღება მიექციათ, ის გადაიყვანეს ჯერ საავადმყოფოში, სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე ნაკერები აქვს, მათ შორის ყელის არეში.

 

ახლა მოთავსებულია გლდანის მეშვიდე დაწესებულებაში, მე გუშინ მოვინახულე პატიმარი, მას აშინებდნენ ფსიქიატრიული საავადმყოფოში მოთავსებით, პატიმარი არის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი. ვაპირებთ, რომ წერილობით მინისტრის მოადგილეს კახი კახიშვილს მივმართოთ.

 

როცა ბექა ბათუმის ციხიდან საავადმყოფოში გადაჰყავდათ, მას პატიმრები საკნებიდან ეძახდნენ, რომ სილიდარობის ნიშნად ისინი შიმშილობას აპირებდნენ. მე მაინტერესებს, პატიმარმა, რომელიც გაჩხრიკეს, შიშველი შეიყვანეს საპყრობილეში, სამარტოო საკანში განათავსეს, სადაც ვიდეოთვალია დამონტაჟებული როგორ იპოვა სამართებელი, სად იყო ამ დროს უსაფრთხოების სამსახური, როგორ მიიღო ასეთი მძიმე დაზიანებები...“-ამბობს „ბათუმელებთან“   ადვოკატი მარინა კაკაურიძე.

 

ადვოკატის ინფორმაციით, ბექა ასახელებს კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვინც მას არაადამიანურად ექცევა. ბექა დედამ ბათუმის საპყრობილეში სამშაბათს, 18 ნოემბერს მოინახულა: „ჩვენს საუბარს ზედამხედველები ისმენდნენ. გამაფრთხილა, იცოდე ჩემს თავს არაფერს დავუშავებ სიკვდილს არ ვაპირებო.  ზექოლის ქვეშ ვარო. ეს იყო სამშაბათი დღე და ხუთშაბათს გავიგე, რომ  თვითდაზიანებები მიიღო, წერილი მივწერე სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებების დაცვა ვისაც კი ოდნავ ეხება, ყველას მივმართე, ქალბატონ ეკა ბესელიას, ყველას ვთხოვ დახმარებას, ჩემს შვილს აწამებენ, ის თბილისის მერვე დაწესებულებიდან როცა გადმოყავდათ ბათუმში, ბადრაგებმა ტანსაცემლი გახადეს და შიშველი ამგზავრეს. გზაში არც მოშარდვის უფლება მისცეს.

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის, თაია მახარაშვილის განმარტებით: „ნებისმიერი პატიმრის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას არის  მისი პერსონალური ინფორმაცია, ჩვენ  მისი ჯანმრთელობის  შესახებ  ინფორმაციას თქვენ ვერ მოგაწვდით, მისმა მშობელმა კი უნდა მოგვმართონ  წერილობით“.  

 

რა მდგომარეობაშია დღეს პატიმარი და როგორ მიიღო მან თვითდაზიანება ამ კითხვებს სამინისტროში არ პასუხობენ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !