
რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, კინო საქართველოსთან ტაქსის მძღოლს მგზავრმა თავი გაუტეხა. ,,აფხაზეთის ხმისთვის" მიწოდებული ინფორმაციით მძღოლს უცნობმა პირმა თაფლით სავსე ქილა თავში ჩაარტყა.
ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული. როგორც ,,აფხაზეთის ხმის" წყარო ამბობს, თავდამსხმელი მიიმალა, დაშავებულს კი პირველადი დახმარება უტარდება.