
გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სასჯელის მოსახდელად გამოგზავნილ სამ პატიმარს კიდევ ორი დაემატა. პატიმრები საქართველოში უკვე გამოგზავნეს. 2010 წელს საქართველოში გუანტანამოს ციხის პირველი სამი პატიმარი მიიღეს.
ამჯერად მსჯავრდებულები არიან 2002 წელს გასამართლებულები, 36 წლის აბდელ-ჰალიბ ჰაკიმი და 31 წლის აბდულ-ჰალიდ ალ-ბაიდანი. მათი ფოტოები ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. საქართველოს გარდა, გუანტანამოს ციხის ორი პატიმარი მიიღო სლოვაკეთმაც. შესაბამისი გადაწყვეტილება ექვსი დეპარტამენტისა და შესაბამისი სააგენტოს თანხმობის შემდეგ იქნა მიღებული.